კარაკასის მიწისძვრა (1967)
თარიღი | 1967 წლის 29 ივლისი |
---|---|
დრო | 20:00 |
მაგნიტუდა | 6.5 |
სიღრმე | 15,9 |
დაზარალებული ტერიტორია | ვენესუელა |
მსხვერპლი | 240 ადამიანი |
კარაკასის 1967 წლის მიწისძვრა[1] — მიწისძვრა, რომელიც მოხდა 1967 წლის 29 ივლისს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე. მიწისძვრის ეპიცენტრი დაფიქსირდა კარიბის ზღვის სანაპიროზე, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასიდან 20 კილომეტრში. მაგნიტუდამ მიაღწია 6.5 ბალს.[2] მიწისძვრამ იმსხვერპლა დაახლოებით 240 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა, მრავალი მათგანი ნატეხების ქვეშ მოექცა. მატერიალურმა ზარალმა მიაღწია ათეულ მლნ. დოლარს. დაახლოებით 80 ათ. ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. უბედურება ფართოდ შეეხო კარაკასის რაიონებს ალტამირასა და პალოს-გრანდესს და ასევე ცენტრალურ სანაპიროს. ბიძგების შედეგად ჩამოინგრა შენობების უზარმაზარი მონაკვეთები. ნატეხების გათხრას აწარმოებდნენ ამწეებითა და ბულდოზერებით.
კარაკასთან ახლომდებარე ქალაქები იტყობინებოდნენ სტრუქტურული დაზიანებების შესახებ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Venelogía: El terremoto cuatricentenario de Caracas http://www.venelogia.com/archivos/627/
- ↑ Sistema de Teleinformación de Sismología Histórica de Venezuela. Event record Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 15 February 2010.